LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი დაიწყებს გავრცელებას, ღამურებისგან გადაედებათ ღორებს, მათგან კი ადამიანებს: როგორ იწინასწარმეტყველა და რატომ ბრალდება ბილ გეითსს პანდემიის გავრცელება

1255
PRC-130389153

„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა, ბიზნესმენმა ბილ გეითსმა და მისმა მეუღლემ მელინდამ, კორონავირუსთან ბრძოლისთვის 255 მილიონ დოლარი გაიღეს.

როგორც კი კორონავირუსი გავრცელდა, ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ პანდემიასთან საბრძოლველად მილიარდებს არ დაიშურებდა.

მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გეითს პანდემიის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

საქმე ისაა, რომ გეითსი წლების განმავლობაში პანდემიის მზადყოფნის მომხრე იყო. მსოფლიო ჯერ კიდევ 2015 წელს გააფრთხილა, რომ პანდემია მოსალოდნელი იყო.

Bill Gates TED talk, 2015

ბევრი ფიქრობს, რომ გეითსმა პასუხი უნდა აგოს კორონავირუსის პანდემიაზე.
ის, რომ კოვიდ-19 გეითსმა შექმა ბევრს არ სჯერა და მათში ღიმილს იწვევს, მაგრამ არის ფაქტები, რომელსაც ვერავინ და ვერც თავად გეითსი ვერ გაექცევა.

რაიმეს მტკიცება, რთულია. თუმცა არაფერი დაშავდება, თუ კორონავირუსის წარმომავლობაზე ყველანაირ ინფორმაციას გავეცნობით და დასკვნებს ამის საფუძველზე გავაკეთებთ.

ყალბი პანდემიის ორგანიზებაში გეითსი და ფაუჩი მონაწილეობდნენ - რაშიდ ბუტარის სკანდალური იტერვიუ

"ათასობით ექიმმა იცის, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა და არაფერს ამბობენ".

კორონავირუსის პანდემიამ სპეციალისტები აიძულა, გაეხსენებიათ პანდემიური სწავლება “მოვლენა 201”, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის აღრიცხვამდე თვე-ნახევრით ადრე ჩაატარეს აშშ-ში. ეს სწავლება 2019 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში იყო ორგანიზებული ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ბილ და მელინდა გეითსების ფონდის მიერ.

 “მოვლენა 201”-ის სცენარი დღეს ძალიან საეჭვოდ იკითხება:

“კორონავირუსი დაიწყებს გავრცელებას, ღამურებისგან გადაედებათ ღორებს, მათგან კი ადამიანებს. საბოლოო ჯამში, ეს ვირუსი სწრაფად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს პანდემიას. პათოგენი და დაავადება, რომელსაც ის იწვევს, ძირითადად, მოდელირებულია sars-ის საფუძველზე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის, თავდაპირველად – მსუბუქი სიმპტომებით.
დაავადება იწყება ბრაზილიაში, ღორების ერთ-ერთ ფერმაში, წყნარად და ნელა, მაგრამ შემდეგ სწრაფად ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში. როცა ინფექცია იწყებს გავრცელებას ადამიანიდან ადამიანზე გადადებით სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი მეგაპოლისის ნაკლებად უზრუნველყოფილ, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, ეპიდემია ფეთქდება. ვირუსის ექსპორტი თავდაპირველად საჰაერო ტრანსპორტით ხდება პორტუგალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში, შემდეგ – სხვა ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეძლებს ვირუსის გავრცელების, ასე თუ ისე, შეკავებას, ის მაინც ფართოდ გავრცელდება და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს მის გაკონტროლებას.
ვაქცინაცია ვერ განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში, არსებობს გამოგონილი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ეხმარება პაციენტებს, მაგრამ არსებითად ვერ ზღუდავს დაავადების გავრცელებას.

18 თვის განმავლობაში კორონავირუსით 65 მლნ ადამიანი მოკვდება.

პანდემია გაგრძელდება მანამ, სანამ არ შექმნიან ეფექტიან ვაქცინას ან სანამ არ დასნებოვნდება პლანეტის მოსახლეობის 80-90%.

რასაკვირველია, დღევანდელ სიტუაცისთან ბევრი მსგავსების გამო ბიზნესმენს ჰკითხეს სცენარის ასეთი იდეა რატომ გაჩნდა.

ბილ გეითსმა თავის გამართლების მიზნით განაცხადა, რომ თითქოს აფრთხილებდნენ პანდემიის გარდაუვალობის შესახებ, ხოლო შექმნილ ვითარებაში დამნაშავენი არიან ქვეყნების მთავრობები, რომლებმაც საჭირო თანხები არ გამოყვეს ამ მიმართულებით კვლევების ჩასატარებლად.

Bill Gates conspiracy theories, coronavirus

ერთი წლით ადრე მოხდა კიდევ ერთი მოვლენა, მშვიდობიანი და არაშიშისმომგვრელი, ეკოლოგიის სახელით და ისიც აშშ-ში.
2019 წლის თებერვალში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა აშშ-ის ხელისუფლებას შესთავაზეს “მწვანე ახალი კურსი”.

“ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ უკეთესი მომავალი, დღეს დადგა Green New Deal-ის დრო! – ასეთი იყო დევიზი აშშ-ის “მწვანე” მოძრაობისა, მათ განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ, ჩააცხრონ კლიმატური კრიზისი და 2030 წლისთვის მიაღწიონ იმას, რომ სასათბურე აირები ატმოსფეროში აღარ გამოიყოფოდეს.
მთავარი მიზანი კი სრულიად მსოფლიოს ეხებოდა. ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა ნულამდე უნდა დასულიყო 2050 წელს. შეერთებულ შტატებს კი ამ გეგმის შესრულებაში “წამყვანი როლი” უნდა შეესრულებინა.

ამ შემთხვევაში ბილ გეიტსის დანაშაულს ვერ ხედავთ? სულ ტყუილად, აცხადებენ შეთქმულების თეორიის ავტორები და გვახსენებენ გეითსის გეგმას, რომელიც მას “მაიკროსოფტიდან” წასვლის შედეგ აქვს. მას უნდა, მეტი დრო დაუთმოს ფილანტროპიას. აცხადებს, რომ უნდა დიდი დრო დაუთმოს გლობალური ჯანდაცვის განვითარებას, განათლებას.

Bill Gates

2010 წელს კალიფორნიაში გამართულ დახურულ კონფერენციაზე გეითსმა წარმოთქვა ძალიან საინტერესო სიტყვა – “განახლება ნულისკენ” და ყველას შესთავაზა CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება ნულამდე 2050 წლისთვის.

ეს იყო დემოკრატების ზემოაღნიშნული “მწვანე ახალი კურსის”  მოკლე ვერსია. თუმცა გეიტსი უფრო გულახდილი გახლდათ. გამოსვლის დაწყებიდან დაახლოებით მეოთხე წუთზე გეიტსმა განაცხადა: “მსოფლიოში დღეს 6,8 მლრდ ადამიანია. ეს რაოდენობა მოიმატებს დაახლოებით 9 მლრდ–მდე. თუ ჩვენ ჩავატარებთ დიდ სამუშაოს ახალი ვაქცინების შესაქმნელად, ჯანდაცვაში, რეპროდუქციული ჯანდაცვის სფეროში, ის (მოსახლეობა), შესაძლოა, შევამციროთ 10 ან 15 პროცენტით.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ კითხვები, რასაკვირველია, არსებულზე ბევრად მეტი ჩნდება. 

სამწუხაროდ პასუხის მოძებნა ძალიან რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები