LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ეროვნული ბანკის კიდევ 9 თანამშრომელს დაუდგინდა, ჯამში ინფიცირებულია -16

244
928459939-1590170924353595-199566704-o

დღევანდელი მონაცემებით, ეროვნულ ბანკში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულ 7 თანამშრომელს კიდევ 9 დაემატა და მთლიონობაში მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

 

“ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.

თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ”,- აღნიშნავენ სებ-ში.

ასევე იხილეთ:

ახალი პაციენტებიდან ორს მძიმე პნევმონია აქვს – მარინა ეზუგბაია

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩემს დანაშაულს გამართლება არ აქვს – ქართველი სპორტსმენი მის გამო კარანტინში მყოფებს ბოდიშს უხდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები