LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ჰაეროვანი გზით ვრცელდება? – რას აცხადებს WHO

230
c1-1876744

გასულ კვირას ორასზე მეტმა მეცნიერმა ჯანმოსა და ჯანდაცვის სხვა ორგანოებს კორონავირუსის წვეთოვანი გავრცელების შესახებ შეხედულების გადახედვის თხოვნით მიმართა.

მათ მიაჩნიათ, რომ ვირუსი ჰაეროვანი გზითაც ვრცელდება.

ეს მოსაზრება მეცნიერებმა კვლევებით გაამყარეს, სადაც კორონავირუსის მონათესავე ვირუსების ჰაეროვანი გადაცემის მექანიზმები გაანალიზეს.

ვიდეო: საქართველო კიდევ უფრო წინ წავიდა - WHO "ფორტუნას" კითხვებს პასუხობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა, თუმცა შემოდგომისთვის მომზადებას გვირჩევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ Covid19-ის ჰაეროვანი გზით გავრცელებაზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჰაეროვანი გზით გადაცემის შესაძლებლობებზე, როგორც კოვიდ-19-ის გადაცემის ერთ-ერთ საშუალებაზე. უახლოეს კვირებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ბრიფს, რომელშიც ასახული იქნება ყველაფერი, რაც ამ საკითხზე გვაქვს“,-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერკჰოვემ.

ჯანმო: რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ხელმეორე პიკია და არა მეორე ტალღა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები