ბელორუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა. როგორც „ბიბისი“ წერს, ალექსანდრ ლუკაშენკო ახალი კორონავირუსისადმი საკუთარი დამოკიდებულებით არის ცნობილი.

ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ვირუსისთვის გადაჭარბებული ყურადღება არ მიექციათ.

„ჩემი ხმის გამო ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თქვენ დღეს ხედავთ ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი ფეხზე გადაიტანა. ასეთი დასკვნა ექიმებმა გუშინ გამოიტანეს…როგორც ვამბობდი, მოსახლეობის 97 პროცენტს ეს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, მეც მათ შორის მოვხვდი“, – აცხადებს ბელორუსის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსს ხუთასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 67 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, “კოვიდ 19”-სგან სულ 60 600 პაციენტი განიკურნა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05