LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

43
დფჰ

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 172 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 10 პაციენტი.

განახლებულის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 022 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 350, „პისიარ“ ტესტით – 8 672.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,77% ბოლო 14 დღის – 1,62%, ბოლო შვიდი დღის – 1,31%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 390 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით:

  • თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა,
  • აჭარა – 18,
  • იმერეთი – 71,
  • ქვემო ქართლი – 15,
  • შიდა ქართლი – 33,
  • გურია – 25,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12,
  • კახეთი – 16,
  • მცხეთა-მთიანეთი – 6,
  • სამცხე-ჯავახეთი – 0,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 253 გამოჯანმრთელდა, 3 563 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 300, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 154 პირი.

ამასთან, 4 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები