LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307, გარდაიცვალა 6 ადამიანი: 26 მარტის კოვიდსტატისტიკა

76
Untitled design (2)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 307-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 271 585-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 279 446-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 738 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 271 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 563 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 192-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 29 341 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 964, PCR ტესტით – 10 377.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.