LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი – 4 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

68
4

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 671-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 251 748-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 260 480-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 240 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 430 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 341 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 277-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 16 605 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 917, PCR ტესტით – 6 688.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

პოპულალურები