LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის აღმოცენების რისკი ქვეყანაში დაბალია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

94
6788888

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. საბჭოს წევრებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციული ღონისძებების გატარებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გემგმის შესახებ სხვადასხვა სავარჯიშოები იყო, რომლებიც პასუხისმგებელი უწყების თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, საქარველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ დაბალაა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვრჩებით “მწვანე ზონაში”, ანუ კორონავირუსის აღმოცენების რისკი ქვეყანაში დაბალია, პრევენციული ღონისძიებები გრძელდება მაღალი ინტენსივობით. მთავრობის დადგენილება ამოქმედდა იანვრის ბოლოს და მის თანახმად განისაზღვრა ყველა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო-სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მარტის შუა რიცხვებიდან ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციას პროგნოზირებს, ამიტომ ყველა ქვეყანას მოუწოდებს ზემდეტი მღელვარებისა და პანიკისგან თავი შიკავოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები