LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მულტისისტემური ანთების სინდრომით იაშვილის კლინიკაში 45 ბავშვი მკურნალობს – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როგორ ამოვიცნოთ სინდრომი

552
20200406230404

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ​ანთებითი სინდრომის განვითარების შესახებ საუბრობს.

ჩხაიძე განმარტავს, რომ აღნიშნული სინდრომის არსებობის დროს, ძირითადად ფიქსირდება მაღალი ცხელება, ასევე პროცესში ჩართულია ორზე მეტი ორგანო.

“ბავშვების 0.002%-ში, ვინც თუნდაც უსიმპტომოდ გადაიტანა COVID-ინფექცია, დაახლოებით 21-30-ე დღეს ვითარდება შემდეგი სიმპტომები” – პედიატრი ანა მაღრაძე

“ეს არის კორონავირუსის გადატანის შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი. იმ 60 პაციენტიდან, რაც იყო დასახელებული ქვეყანაში, 45 მკურნალობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ჩვენ 2 ნოემბერს მივიღეთ პირველი პაციენტი ამ სინდრომით და ბოლო კვირების განმავლობაში, იმ პიკიდან გამომდინარე, რაც დაფიქსირდა 2020 წლის ბოლოს, ამ შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურია. ყოველ დღე ერთი პაციენტი მომართავს ჩვენს კლინიკას, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სინდრომი, რომელიც ვლინდება კორონავირუსისგადატანიდან. მათ შორის, უსიმპტომო კორონავირუსისგადატანიდან 3-4 კვირის შემდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად გამოვლინებას,მულტისისტემური ანთების სინდრომი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც შეეხება რამდენიმე ორგანოსა და სისტემას ბავშვის ორგანიზმში. წამყვანი და ძირითადი ნიშანი ეს არის ცხელება, რომელიც უნდა იყოს 38 გრადუსზე მეტი და ხშირ შემთხვევაში, ცხელების ხანგრძლივობა არის 3-4 დღე და უფრო მეტი. ცხელებასთან ერთად, უნდა აღინიშნოს აუცილებლად ორზე მეტი ორგანოს ჩართვა.“-განაცხადა ივანე ჩხაიძემ “რუსთავი 2”-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები