LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდება

58
crude-oil-copy.jpg01-770x433

კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით შემცირდება. შესაბამის პროგნოზს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი აკეთებს.

მისი აზრით, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება, შესაძლოა, შემცირდეს 20 მილიონი ბარელით/დღეში, ანუ დაახლოებით 20%-ით .

“დღეისათვის სამ მილიარდ ადამიანს არ შეუძლია გადაადგილება. შედეგად ეს შესაძლოა დავიდეს 20 მილიონ ბარელამდე/დღეში”, – აღნიშნა მან.

ბიროლის თქმითვე, ყოველდღიური მოთხოვნილება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ბარელს, რომლიდანაც 60% მიდის ტრანსპორტისათვის საწვავზე. ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, ავიარეისების შეზღუდვისა და კარანტინის რეჟიმის გამო, მოთხოვნილება ამ ნაწილში ეცემა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 27 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 24.93 (- 1,41) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 21.51  (- 1,09)  დოლარი/ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები