LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო: პოლონეთის პრეზიდენტი სესხების დაფარვის შემსუბუქების ინიციატივით გამოდის

13284
thumbs-b-c-f66c6332b894322e188c93972ae5b9a5

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტი სესხების ტვირთის შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. კოვიდ 19-ის გავრცელებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებსა და მის გადაჭრის გზებზე ანდჟეი დუდამ განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა და შესაბამის უწყებებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, მოქალაქეებისა და მეწარმეების მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწრაფოდ ვიწყებ გადაწყვეტილების ინიცირებას, რომელიც საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქებაზეა მიმართული. ფინანსურ ბაზარზე პასუხისმგებელი ყველა უწყების მხრიდან თანამშრომლობის მზაობას ველი”- წერს ანჟეი დუდა.

ცნობისთვის, გასულ წელს, ევროკავშირის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლონეთში ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ, რომელთაც იპოთეკური სესხი შვეიცარულ ფრანკში ჰქონდა აღებული, სესხი ეროვნული ვალუტა ზლოტით გადაიხადონ. საქმე ეხება 2004 წელს დაწყებულ პროცესს, როდესაც ათასობით პოლონელმა სახლების შესაძენად სესხი უცხოურ ვალუტაში, კერძოდ შვეიცარულ ფრანკში აიღო, რადგან საპროცენტო განაკვეთი დაბალი იყო.

ამ დროისთვის, პოლონეთში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოებში 400-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. ათასზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

ქვეყანაში ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებულია. 26 მარტამდე დაიხურა სკოლები, ასევე თეატრები, მუზეუმები და სხვა კულტურული დაწესებულებები.

კორონავირუსი: რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას

კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ 5 დღეში ვლინდება – ახალი კვლევის შედეგები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები