LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ინდური ვარიანტი, სულ მცირე, 17 ქვეყანაში გამოვლინდა: ჯანმო

155
Untitled design (2)

კორონავირუსის ახალი შტამი, ე.წ. ინდური ვარიანტი, სულ მცირე, 17 ქვეყანაშია გამოვლენილი – ამის შესახებ გაეროს ჯანდაცვის სააგენტო 27 აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს.

იმის გამო, რომ ვირუსის აღნიშნული ვარიანტი, სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს კოვიდ-19 ის შემთხვევების კიდევ უფრო მატებას.

WHO-ში აცხადებენ, რომ ახალი შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და სინგაპურში.

ჯანმოს ინფორმაციით, უკვე მეცხრე კვირაა, ვირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების 5.7 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.

მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 38%-ი ამ ეტაპზე ინდოეთზე მოდის

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში ინფიცირების 360 960 შემთხვევა და გარდაცვალების 3 293 ფაქტი დაფიქსირდა.

ინდოეთში ვითარება გულსატკენზე მეტია – ჯანმო ქვეყანაში დამატებით პერსონალსა და მასალებს გზავნის: ტედროს გებრეისუსი

დღეს, მსოფლიო კოვიდრუკაზე მონაცემები ასე გამოიყურება: პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 149 362 374 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 127 040 713 პაციენტი, ვირუსმა იმსხვერპლა 3 149 455 ადამიანის სიცოცხლე.