LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მიუხედავად, ქართველმა ემიგრანტებმა ქვეყანაში უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს

629
89356313-202715604320241-2064795331299639296-n

გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით ($11.9 მლნ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის თებერვლის ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ტოპ ხუთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა, შემდეგია:

1. რუსეთი- 28 681 242 დოლარი

2. იტალია – 21 666 080 დოლარი

3. საბერძნეთი – 16 429 522 დოლარი

4. ისრაელი – 14 443 560 დოლარი

5. აშშ – 14 392 528 დოლარი

აღსანიშნავია, რომ ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები