ბრაზილიის პლაჟზე გადაშენების პირას მყოფი 100-მდე კუ გამოიჩეკა. კორონავირუსის პანდემიის გამო პაულისტაში მდებარე პარნამბუკოს პლაჟი ხალხისაგან დაცარიელებულია, ამიტომ ეს მოვლენა მხოლოდ მთავრობის დაქირავებულმა, სპეციალური საშვის მქონე რამოდენიმე ადამიანმა იხილა, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს. ფოტოებზე ასახულია ასობით ახალგამოჩეკილი კუ, რომლებიც ოკეანისკენ მიემართებიან.

გადაშენების პირას მყოფი ზღვის კუს სახეობაა. ზრდასრული კუ 110 სმ სიგრძეს და 85 კ წონას აღწევს. როგორც წესი, ცხოველები კვერცხებს ინვარში დებენ, საიდანაც პატარები აპრილში ან მაისში იჩეკებიან. როგორც წესი, ამ ოვლენას თვალს არაერთი ადამიანი ადევნებს, თუმცა ამჯერად, გასაგები მიზეზების გამო ასე არ მოხდა.

ბრაზილიაში ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 20 მარტს გამოხადდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 6931 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 244, ხოლო გამოჯანმრთელდა 127 ადამიანი.

 

მსგავსი თემები