LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პანდემიის გამო „ოქტობერფესტი 2020“ აღარ ჩატარდება

189
-103539044-mediaitem103539003

ლუდის მთავარი ფესტივალი ზედმეტად მაღალი რისკების გამო აღარ ჩატარდება. ღონისძიება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო რომ კორონავირუსის ვაქცინა ჯერაც არ არსებობს, მილიონობით ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება ძალიან საშიში იქნება.

როგორც ბავარიის შტატის პრემიერმა განაცხადა: „პირბადებიითა და სოციალური დისტანციის დაცვითაც კი რისკი ძალიან მაღალია, კორონავირუსთან ცხოვრება ძალიან ფრთხილად ყოფნას გულისხმობს“.

ლუდის დღესასწაული პირველად 1810 წელს ჩატარდა და მას შემდეგ თითქმის არასდროს გაუქმებულა. ფესტივალი სტარტს 19 სექტემბერს იღებს ხოლმე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს 4 ოქტომბრამდე მასპინძლობს. უფრო ზუსტად კი ოქტობერფესტზე საშუალოდ 6 მილიონი ლუდის მოყვარული იკრიბება, რაც საკმაოდ სერიოზული ციფრია.

ადგილობრივი ეკონომიკა ფესტივალის დამსახურებით ყოველ წელს 1,2 მილიარდ დოლარს იღებს და ბუნებრივია, მისი გაუქმება საკმაოდ დიდი დატყმა იქნება. თუმცა, ორგანიზატორებს სხვა გზა არ აქვთ, ლუდის ფესტივალი სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით უბრალოდ ვერ ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები