LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს – ჯანმო

356
BeFunky-collage

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი კვლავ კორონავირუსის მეორე ტალღის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

ტედროს ადანომ გებრეისუსი ამბობს, რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზე გადავიდა,თუმცა, იქვე დასძენს, რომ “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო მყისიერი საშუალება, შესაძლოა, არასდროს გაჩნდეს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანმო არც მოწოდებებს ცვლის. ტედროს ადანომ გებრეისუსი კვლავ მოუწოდებს ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, მაქსიმალური სიმკაცრით დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია. საუბარია სამ მთავარ პრინციპზე – სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანვა.

ცნობისთვის, კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 18 მილიონს უახლოვდება. ლეტალობისა და ინფიცირების მზარდი მონაცემები კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები