LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 67 % ქალი და 33 % მამაკაცი აიცრა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

63
vaqcinacia

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, რომელიც 2021 წლის 15 მარტი-15 ივლისის პერიოდს მოიცავს, საქართველოში სულ 383 339 ადამიანი აიცრა.

როგორც ანგარიშში მოცემულია, ვაქცინირებულთა შორის შორის 67 % ქალი, 33% კი მამაკაცია.

ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, 15 ივლისისათვის, ქვეყანაში მოხმარებულია 334 133 დოზა ვაქცინა, სრულად აცრილია 126 739 მოქალაქე, ხოლო მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 207 394 ადამიანი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალიდან, 15 ივლისისათვის სულ აცრილია 16 486 მუშაკი.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 16 მარტიდან მიმდინარეობს. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები