LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად კვლევები გრძელდება: ჯანმო

109
კორონავირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად შემდგომი კვლევების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომდევნო ნაბიჯების შესახებ წევრ ქვეყნებთან და ექსპერტებთან დისკუსიას აგრძელებს.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ჯანმო წევრ ქვეყნებთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად მუშაობს, რათა უკეთ მოხდეს გარკვევა თუ როგორ დაიწყო ეს პანდემია ისე, რომ შეგვეძლოს შემდეგისთვის უკეთ მოვემზადოთ. SARS-CoV-2 ვირუსის წარმოშობის შესახებ პირველი ეტაპის კვლევების თაობაზე ჯანმოსა და ჩინეთის ერთობლივი ანგარიში 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა. მას შემდეგ ჯანმო-მ გამოკვეთა აუცილებლად განსახორციელებელი კვლევების შემდეგი სერია და შემდგომი ნაბიჯების შესახებ დისკუსიას აგრძელებს წევრ ქვეყნებთან და ექსპერტებთან“, – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

აქვე ჯანმო ყველა ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, მოახდინონ სიტუაციის დეპოლიტიზება და ითანამშრომლონ ვირუსის წარმოშობის კვლევების დაჩქარებისკენ, ისევე როგორც შემდგომი პანდემიური შესაძლებლობების პათოგენების თაობაზე საერთო ჩარჩოს შექმნისთვის.

„ჯანმო იმეორებს, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ კვლევა არ უნდა გახდეს ბრალდების და თითის გაშვერის, ან პოლიტიკური ქულების დაწერის ატრიბუტი. ქვეყნებს აქვთ კოლექტიური პასუხისმგებლობა ითანამშრომლონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთებით და მეცნიერები და ექსპერტები უზრუნველლყონ საჭირო სივრცით საუკუნის ყველაზე საშინელი პანდემიის წარმოშობის დასადგენად. მონაცემებზე წვდომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოს პოლიტიზირებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები