LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან თავისუფალ იტალიურ ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება

623
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-200609124038-cinquefrondi-tullio-pronesti-4

გლობალურმა პანდემიამ ვერ შეუშალა ხელი იმას, რომ იტალიის სამხრეთ რეგიონში, კალაბრიაში მდებარე პატარა ქალაქ ჩინკუეფრონდიში სახლები სულ რაღაც დოლარად გაიყიდოს.

ვირუსისგან უსაფრთხო დასახლებას ზუსტად იგივე მიზეზი აქვს, როგორც მსგავსი შემოთავაზების მქონე სხვა ქალაქებს. ჩინკუეფრონდი დეპოპულაციის შეჩერებას ცდილობს, ახალგაზრდა თაობა სამსახურის მოსაძებნად დიდ ქალაქებში გადადის და რეგიონი ნელ–ნელა იცლება.

„მიტოვებული სახლებისთვის ახალი პატრონების პოვნა ქალაქის გაცოცხლების მთავარი გეგმაა“ – განაცხადა დასახლების მერმა, – „ჩემი მშობლები მიგრანტები იყვნენ, ამიტომ გერმანიაში გავიზარდე. შემდეგ უკან დავბრუნდი რათა ჩემი მიწა გადამერჩინა. ბოლო ათწლეულში აქედან ბევრი ადამიანი წავიდა და ათობით ცარიელი სახლი დატოვა.“

ქალაქის მმართველი დარწმუნებულია, რომ ჩასულები უკმაყოფილოები ნამდვილად არ დარჩებიან. ჩინკუეფრონდის გარშემო ულამაზესი მთები აკრავს, იქვეა ზღვაც და ნაციონალური პარკიც.

სახლის შეძენის სქემა კი ძალიან მარტივია. ახალი მფლობელი იხდის ზუსტად ერთ დოლარს და თან მისი შეკეთების ვალდებულებასაც იღებს. ხოლო, მანამ სანამ სარემონტო სამუშაოები დასრულდება, სადაზღვეო თანხის, წლის განმავლობაში – 250 ევროს ხდა მოუწევს. როგორც მერი ირწმუნება, რეგიონი არც თუ ისე ძვირადღირებულია და სახლის შეკეთებას მხოლოდ 10–20 ათასი ევრო დასჭირდება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები