LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობოტები კორონავირუსის წინააღმდეგ: ჩინეთში ახალი თაობის რობოტები გამოიგონეს (ფოტო, ვიდეო)

661
1582038210-674

მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრივინცია ხუბეიში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა და ეპიდაფეთქება მოხდა, დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ათასობით ადამიანს აჭარბებს. ჩინეთის თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევის ცენტრში, ვირუსთან ბრძოლოს მეთოდების გაუმჯობესებისთვის, ახალი თაობის რობოტები გამოიგონეს. ინჟინრების განმარტებით, მოწყობილობა, რომელიც ინფექციის პრევენციის მიზნით არის შექნილი, ექიმების მუშაობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და დაეხმარება მათ რისკების გათვლასა და სწრაფ რეაგირებაში.

დასავლეთ ჩინეთში, ცი ჯიატონგის უნივერსიტეტში, გამოიგონეს რობოტი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ადამიანზე დაკვირვება განახორციელოს და გამოავლინოს სხეული მაღალი ტემპერატურის მქონე პირები. აქვე გამოიგონეს კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელიც შენობა-ნაგებობების დეზინფექციას განახორციელებს ადამიანის დაუხმარებლად.

მეცნიერ-მუშაკები ფიქრობენ, რომ მსგავსი რობოტების მუშაობა განსაკუთრებით ეფექტური იქნება ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტი, რკინიგზის სადგური და ა.შ.

ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთში კიდევ ერთი რობოტი გამოიგონეს. “ტერმინატორი ბორბლებზე” სახელწოდებით შექმნილი მოწყობილობა სამედიცინო პერსონალის მუშაობას უფრო შეამსუბუქებს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში,სადაც მასობრივი თავშეყრის სივრცეებია. აღნიშნული გამოგონება 5G თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ადამიანზე ერთდროულად განახორციელოდ დაკვირვება და ტემპერატურის გაზომვა.

მას ასევე შეუძლია გამოავლინოს ადამიანები პირბადი გარეშე და მისცეს მათ შენიშვნა. ჩინელი მეცნიერ-გამომგონებლების აზრით, რობოტი განსაკუთრებით ეფექტურია ინფექციებთან ბრძოლის პერიოდში. მისი შექმნის იდეა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ წარმოშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები