LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით დაავადებულს თვითიზოლაციამდე ურთიერთობა ადამიანთა შეზღუდულ წრესთან ჰქონდა – „ევექსის“ განმარტება

435
koronavirusi

სამედიცინო ცენტრ “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე ადასტურებს, რომ იმ 5 პირიდან ერთ-ერთი, ვისაც 5 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, “ევექსის” სათავო ოფისის შენობაში მუშაობდა, სადაც რამდენიმე კომპანია ფუნქციონირებს.

მისი თქმით, “ევექსის” არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს.

„სხვადასხვა ინტერპრეტაცია ეძლევა გუშინ დაფიქსირებულ კორონავირუსის შემთხვევას და კიდევ ერთხელ განვმარტავ:
დაინფიცირებული პირი “გეფა“-ს ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, სხვათა შორის მაღალი რისკის ზონიდან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე.
იტალიიდან დაბრუნების შემდგომ მან მოახდინა თვითიზოლაცია NCDC-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციამდე ურთიერთობა ჰქონდა ადამიანთა შეზღუდულ წრესთან, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულნი არიან NCDC-ის მიერ და მათი მხრიდან ხორციელება ყველა საჭირო პროცედურა.

 

P.S. ამ ადამიანს არცერთ კლინიკასთან შეხება არ ქონია, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ვრცელდება. ის არ არის „ევექსის“ თანამშრომელი, ეს ინფორმაციაც ასევე ვრცელდება. ოფისში, სადაც მუშაობს ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,
გახსოვდეთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გადააწყდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილას, გვერდი ჩაუაროს, ვერც ვერაფერს მიხვდეს და თუ მოწოდებულ რეკომენდაციებს დავიცავთ გადაცემის შანსებს მინიმუმადე დავიყვანთ“, – წერს გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 6 გუშინ დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, 6-ვე პირი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები