LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობაც არ სჭირდება-მარინა ეზუგბაია

184
3-1

„პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მკურნალობაც არ სჭირდება”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით პაციენტს მკურნალობაც არ სჭირდება.

„პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მკურნალობაც არ სჭირდება იმიტომ, რომ გითხარით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 11 ადამიანი შეიყვანეს

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები