LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონე დაინფიცირდა

136
BeFunky-collage - 2020-08-21T125203.775

​საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ერთი აჭარაში დადასტურდა. კორონავირუსი ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს, შუახნის მამაკაცს დაუდგინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. ამავე ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, დღევანდელი შემთხვევა არ უკავშირდება ე.წ. ქობულეთის კლასტერს. მისივე განმარტებით, ინფიცირებული კავშირში იმყოფებოდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ თბილისში დაუდასტურდა.

შავიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულის ახლობლები და საოჯახო სასტუმროს სტუმრები, სულ 18 პირი იზოლაციაში იმყოფებიან. მათგან 15 საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს, სამი კი, თვითიზოლაციაში რჩება.

რაც შეეხება ინფიცირებულს, ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი დაინფიცირდა, 20 გამოჯანმრთელდა

ორის წყარო უცნობია: ვინ არიან ახალი ინფიცირებულები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები