LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

76
gardacvaleba

საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარაში – ექვსი ადამიანი,

ხოლო კახეთში – ერთი ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 696 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

1 852 დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი – რა ხდება რეგიონებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები