LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა – უნდა ველოდოთ თუ არა საქართველოში ინდური შტამის გამოჩენას

1494
AMIRAN 44

კორონავირუსის ორმაგი მუტაცია და ვირუსის სრულიად ახალი ფორმა,  მსოფლიოსთვის, ამ დროისთვის მთავარ საფრთხედ სახელდება.

საუბარია ინდურ შტამზე – ეს არის დღეს ნომერ პირველი გამოწვევა ექიმებისა და იმ ლაბორატორიებისთვის, რომლებიც ვაქცინებზე მუშაობენ.

ინდური შტამი რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. 4 დღეში 1 მილიონი ინფიცირებული მხოლოდ ინდოეთშია.

ის უკვე დაფიქსირდა 6 ქვეყანაში. მეცნიერებმა უკვე დაიწყეს კვლევა, როგორ მუშაობს ვაქცინები კოვიდ 19-ის ახალ, სახეცვლილ ფორმებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ გარდა ბრიტანულისა, რომელიც ახლა ცირკულირებს საქართველოში, შესაძლოა, სხვა შტამებიც გამოჩნდეს.

„ალბათობა იმის, რომ სხვა შტამებიც გაჩნდეს და შემოვიდეს ქვეყანაში, დიდია. ინდოეთში ხომ ხედავთ, რაც ხდება, ძალიან სწრაფი გავრცელებაა. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ამ შტამის ქვეყანა შემოსვლა გადავადდეს და პრევენცია გაკეთდეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი განმარტავს, რომ “სამივე ცვლილება, რაც  სამი შტამის – ბრიტანულის, სამხრეთ აფრიკულისა და ბრაზილიურის დროს იყო,  ინდურ შტამში ერთდროულად მოხდა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 966 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაიცვალა კიდევ 18, დაინფიცირდა 966 – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები