LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტის პასუხები აგვიანებს” – მარინა ეზუგბაია

896
korona 2

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ანალიზის პასუხები იგვიანებს. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ინფექციური კლინიკის დირექტორმა. მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საბოლოო პასუხები დაახლოებით 2 საათში იქნება ცნობილი.

ეზუგბაია ამბობს, რომ დიდი ალბათობით, პასუხი უარყოფითი იქნება. ამ დროისთვის ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში 14 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩინეთის და ირანის მოქალაქეებიც არიან.

„დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტების აღება მოხდა. ვინაიდან 14 პაციენტი იყო გართულდა ტესტების აღების პროცესი და ძალიან გაიწელა. აქედან გამომდინარე, ჯერ პასუხები არ გვაქვს, სავარაუდოდ 2-3 საათში გვეცოდინება პასუხი. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, –  აცხადებს მარინა ეზუგბაიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები