LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორუფციაში ბრალდებულ ფელისიტი ჰოფმანს შესაძლოა ქმარი დაშორდეს

461
hofmani

ცოტა ხნის წინ ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო მასშტაბის კორუფციული სქემა გამოაშკარავა. ცნობილი გახდა, რომ შეძლებული ოჯახები, მათ შორის ცნობილი მსახიობები ფულს იხდიან იმისთვის, რომ მათი შვილები პრესტიჟულ კოლეჯებში ჩარიცხონ. ამ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, 56 წლის ფელისიტი ჰოფმანი, რომელიც პოლიციამ უკვე დაკითხა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ამ სკანდალის შემდეგ ფელისიტი ჰოფმანისა და მისი მეუღლის, მსახიობ უილიამ მეისის ურთიერთობას საფრთხე ემუქრება. წყვილი უკვე 30 წელის ერთადაა, თუმცა ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ჰოფმანი ცოლის თაღლითობის სქემით განადგურებულია.

ცნობილია, რომ ფელისიტი ჰოფმანმა ქალიშვილის საგამოცდო ტესტში, მაღალი ქულებისთვის 15 ათასი დოლარი გადაიხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები