LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოშმარული სიზმრების 6 მთავარი მიზეზი

sleep-paralysis-670x447

რა თქმა უნდა, პერიოდულად ყველას აქვს კოშმარული სიზმრები, თუმცა ზოგი სწრაფად ახერხებს მათ დავიწყებას, ზოგი კი – პირიქით, დიდხანს იტანჯება. მეცნიერებმა მორიგი საინტერესო კვლევა ჩაატარეს და საშინელი სიზმრების 6 მთავარი მიზეზი დაადგინეს, ამასთანავე, აღმოაჩინეს, რომ ქალბატონები უფრო ხშირად განიცდიან ძილში სტრესს, ვიდრე მამაკაცები.

ფსიქოლოგიური პრობლემები – არასასიამოვნო ფიქრები და ემოციები, რომელსაც ადამიანი სიფხიზლეში განიცდის, ყოველთვის დამახინჯებული ვერსიით აისახება ძილში და სწორედ ამიტომაა, რომ ის ვინც დიდხანს განიცდის სტრესს და დეპრესიას, სიზმრებიც განსაკუთრებით კოშმარული აქვს.

ხასიათის თავისებურება კვლევამ დაადასტურა, რომ საშინელ სიზმრებს სხვებზე ხშირად შემოქმედებით და განსაკუთრებით ემოციურ ადამიანები ხედავენ, რაც განსხვავებულად მომართული გონების, აღქმის და აზროვნების ერთგვარი „გვერდითი ეფექტია“.

პოსტტრავმული სტრესი – ხშირად, არასასიამოვნო სიზმრებით ადამიანი ახლობლის დაკარგვით და სიკვდილის მუქარით, სერიოზული ავადმყოფობით და ფიზიკური ტრავმით გამოწვეული ძლიერი შოკის შემდეგ იტანჯება.

მძიმე საკვები ძილის წინ – კოშმარული სიზმრების მიზეზი ძილის წინ ნოყიერად წახემსებაც შეიძლება გახდეს, რადგან საკვების გადამუშავება ორგანიზმს მუშაობას აიძულებს, მაშინ როცა, წესით უნდა ისვენებდეს. მეცნიერების მტკიცებით, საზარელ სიზმრებს და კოშმარულ ღამეს, პირველ რიგში რძის პროდუქტის და სუნელების ჭარბი მოხმარება განაპირობებს.

ალკოჰოლური სასმელი – მართალია, მცირე დოზით ალკოჰოლი სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ, მაგრამ გადაჭარბების შემთხვევაში, ისეთივე ეფექტს მიიღებთ, როგორც გვიანი წახემსებისგან. მათ, ვისაც კოშმარული სიზმრები აქვს, უმჯობესია საერთოდ უარი თქვას ალკოჰოლზე.

მედიკამენტები – სარგებლის მიუხედავად, ისეთი სამკურნალო პრეპარატებიც არსებობს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ „ჯანსაღ სიზმრებზე“. განსაკუთრებით მავნე მედიკამენტებს შორისაა ანტიდეპრესანტები და სტერიოდები, ალერგიის და ასაკობრივი დაავადებების სამკურნალო წამლები.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები