LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსმოსის ფანმა საყვარელ ქალს ხელი უნიკალური ასტრონომიული მოვლენის დროს სთხოვა

538
mosmoslove

კოსმოსის მოყვარულმა ნიუ-იორკელმა შეყვარებულმა გადაწყვიტა, რომ გამოეყენებინა შანსი რომელსაც ცხოვრება მხოლოდ ერთხელ მისცემდა და საყვარელ ქალს ხელი უიშვიათესი მოვლენის დროს სთხოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება მან მაშინ წარმოთქვა, როდესაც ცას ე.წ. ნეოვაისის (Neowise) კომეტამ ჩაუფრინა, ეს მოვლენა კი 6,800 წელიწადში ერთხელ ხდება.

33 წლის ჯონ ნიკოტერა და 26 წლის ერიკა პენდრეკი ერთმანეთს ორი წელია რაც ხვდებიან. ერიკამ ჯონის კოსმოსით გატაცების შესახებ იცოდა, ამიტომ სულაც არ გაკვირვებია, როდესაც მან კომეტის სანახავად წასვლა შესთავაზა.

ზუსტად მაშინ, როდესაც კომეტამ ამერიკის ცა გადაკვეთა, ჯონი მუხლებზე დაეცა და ერიკას ხელი სთხოვა.

ჯონი და ერიკა ორივე მასწავლებლები არიან და ისტორიული მოვლენები ძალიან ხიბლავთ, რაც შეეხება კოსმოსს, ეს ჯონის ცხოვრების მთავარი გატაცებაა.

როდესაც უნიკალური კომეტის გამოჩენის შესახებ გაიგო, ამერიკელს ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადების წარმოსათქმელად უკეთესი ფონის ქონა უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.

„კომეტა ჩვენი ნიშნობის მთავარი გაფორმება უნდა გამხდარიყო, თან ვიცოდი რომ ჩემს შემდეგ  5-6 თაობა ასეთ სასწაულს ვეღარ შეესწრებოდა“ – უთხრა CNN-ს მომავალმა სიძემ.

ჯონს დასაკარგი დრო არ ქონდა, ამიტომ ყველაფერი ძალიან მალე დაგეგმა. მისი გადაწყვეტილება ერიკასთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა და შეთავაზებას ის ცრემლებით და დიდი სიყვარულით დათანხმდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები