LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიასა და პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ჩინური რესტორანი გაქურდეს

chinuri

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩინური რესტორანი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. წინასწარი დათვალიერებით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები აქსესუარები და ფულადი თანხა. დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ რესტორანი ტელევიზიასთან და პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს.

როგორც “ფორტუნას” რესტორნის დირექტორმა განუცხადა, დაწესებულებიდან ძვირადღირებული ტექნიკა და ფულია წაღებული. ქურდობის ფაქტი რესტორნის კამერამ დააფიქსირა.

“ახლა ვარკვევთ, რამდენია წაღებული. კამერები გვაქვს რა თქმა უნდა, პოლიციას გადავეცით ჩანაწერები,” – განაცხადა რესტორნის დირექტორმა “ფორტუნასთან.

შსს-მ “ფორტუნას” ქურდობის ფაქტი დაუდასტურა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები