LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე მათითაშვილი პლასტიკურ ქირურგიას და ალკოჰოლს ჩამოშორდა – „ლოცვა გახდა ჩემი ცხოვრების რიტუალი…“

2590
kotematitashvili201216]

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და ასახელებს მიზეზს, თუ რატომ ჩამოშორდა საკუთარ საქმეს:

„ყველაფერს აქვს თავისი მორალური, შინაარსობრივი და ენერგეტიკული რესურსი. ერთია, გიყვარდეს შენი საქმე და მეორეა ის, რომ საყვარელი საქმე გარკვეული დრო არ აკეთო თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ უკეთესად გააკეთო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც უნდა შეჩერდე და განვლილი გზა გააანალიზო. ზოგი უბრალოდ ამას აკეთებს, ზოგი იგნორირებას უკეთებს. მადლობა ღმერთს, საკუთარ თავს უფლება მივეცი, უკეთესად შევიცნო თავი…

ლოცვა გახდა ჩემი ცხოვრების რიტუალი და უდიდესი სიამოვნების მომტანი. ვსწავლობ, ამ რეალობაში როგრ გავხდე ბედნიერი. ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, ოჯახისთვისაც უფრო სარგებლის მომტანი გავხდი…

ალკოჰოლის მეგობარი ვიყავი ისე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უბრალოდ, ზოგი ამას ყურადრებას აქცევს, ზოგი – არა. ალკოჰოლის მოხმარება ხელს უშლის რეალური სამყაროს დანახვას, ამას მივხვდი და გადავწყვიტე, უარი მეთქვა. რაიმე სერიოზული ზიანი ჩემთვის არ მოუტანია. უბრალოდ, მიყვარდა ცხოვრება და მეგობრებთან ერთად მოლხენა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები