LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტეჯი ტელესკოპით, ვიდეოთამაშებით და პროექტორებით – ბორჯომში Mitarbi Silence გაიხსნა

97
ipiccy-image

ბორჯომში, სოფელ მიტარბში, კოტეჯი Mitarbi Silence გაიხსნა. არსებული ინფორმაციით, Mitarbi Silence ულამაზესი ხედებით გამოირჩევა, აქ მოსულ სტუმრებს კომფორტისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დახვდებათ, მათ შორის: წიგნები, ვიდეოთამაშები, პროექტორები, ტელესკოპი და სხვა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ წარმატებით გავხსენით პირველი კოტეჯი და სულ მალე, დავამატებთ 2 კოტეჯსაც. 3-ივე კოტეჯი, ჯამში, 16 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა აქ არ ვჩერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამსვენებლებს, ამიტომ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში მათ სამთო ტურებიც შევთავაზოთ, როგორც საფეხმავლო, ასევე ცხენებისა და კვადროციკლის გამოყენებით“, – აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი, დავით ხვედელიძე.

აღსანიშნავია, რომ Mitarbi Silence ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები