LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დომინანტური ვარიანტების 5 ახალი სიმპტომი – ამ სიმპტომს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ!

536
page

სხვა ვირუსების მსგავსად, კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი სარს-კოვ-2 მუტირებს და ზრდის თავის შესაძლებლობებს როგორც გავრცელების, ასევე სიმპტომების შეცვლის თვალსაზრისით.

ამ ეტაპზე დომინანტურ ვარიანტებს ახასიათებს 5 ძირითადი სიმპტომი, რომლებიც განსხვავდება იმის მიხედვით, აცრილი ხართ თუ არა და ვაქცინის რამდენი დოზა გაიკეთეთ.

სტატიაში მოცემული მონაცემები აპლიკაცია ZOE COVID Study app-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა წარმოდგენილი.

რა სიმპტომები ახასიათებს კოვიდ-19-ს სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში?

აღსანიშნავია, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანების შემთხვევაში სიმპტომები ნაკლებად რთულია და გამოჯანმრთელების ტემპიც გაცილებით სწრაფია. თუმცა კოვიდის სიმპტომები სრულად ვაქცინირებულ ადამიანებშიც გამოიხატება.

ეს ძირითადი სიმპტომებია:

თავის ტკივილი

ცხვირის გაჭედვა

ცემინება

ყელის ტკივილი

სხვა სიმპტომები

ორი დოზით აცრილ ადამიანებში ისევ შეიძლება გამოიხატოს ტრადიციული კოვიდის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყნოსვის დაკარგვა, სუნთქვის გაძნელება და ხველა, თუმცა ისინი ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან შედარებით ნაკლებად გვხვდება.

საინტერესოა, რომ ცემინება, როგორც სიმპტომი, გაცილებით გავრცელებულია სრულად იმუნიზირებულ პირებში იმათთან შედარებით, ვინც არ აცრილა. ასე რომ, თუ თქვენ სრულად აცრილი ხართ და მოულოდნელად ხშირი ცემინება დაგეწყოთ, აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი კოვიდზე.

რა სიმპტომები ახასიათებს კოვიდს ვაქცინის ერთი დოზით აცრილ ადამიანებში?

ეს სიმპტომებია:

თავის ტკივილი

ცხვირის გაჭედვა

ხველა

ცემინება

ყელის ტკივილი

როგორც ხედავთ, ერთი დოზით აცრილ პირებში სრულად იმუნიზირებულებთან შედარებით ტოპ-5 სიმპტომში შედის ყელის ტკივილიც.

როგორი სიმპტომები აქვთ მათ, ვინც არ აცრილა?

აუცრელ ადამიანებში სიმპტომების ტრადიციული ხუთეული გვხვდება, როგორიცაა:

თავის ტკივილი

ყელის ტკივილი

სიცხე

ხველა

ცხვირის გაჭედვა

სხვა სიმპტომებს შორის აუცრელ ადამიანებთან გვხვდება ყნოსვის დაკარგვა და სუნთქვის გაძნელებაც.

რა უნდა ვქნათ, თუ სიმპტომები გვაქვს?

ბუნებრივია, უნდა ჩავიტაროთ კოვიდის ტესტი და დადასტურების შემთხვევაში მოვიქცეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ვირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებულად ცემინება უწყობს, ასე რომ ამ სიმპტომს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები