LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდ-19 არ გახლავთ მხოლოდ ფილტვებისა და რესპირაციული ტრაქტის დაავადება, ის ძალიან კომპლექსური დაავადებაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს“ – ალექსანდრე ცისკარიძე

272
alexandreciskaridze

ნევროლოგმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ დელტა შტამის თავისებურებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსი ამ შტამისთვის გემოსა და ყნოსვის დაკარგვა დამახასიათებელი არაა.

„კოვიდ-19 არ გახლავთ მხოლოდ ფილტვების და რესპირაციული ტრაქტის დაავადება, ის ძალიან კომპლექსური დაავადებაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს. ამიტომ არის ის გამორჩეული დაავადება და სერიოზული პრობლემა. ყნოსვის და გემოვნების მოშლა ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანების შემთხვევაშია ხოლმე, ძირითადად ეს პერიფერიული ნაწილია ნერვული სისტემის, თუმცა ყნოსვის და გემოვნების მოშლა კორონავირუსის ყველა ვარიანტისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს დელტას შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ევროპულ და აზიურ პოპულაციებში სხვადასხვანაირად ხდება ამ სიმპტომის გამოვლენა. ეს არ არის ერთადერთი სიმპტომი, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანებას მიუთითებს.

დიდია ჩამონათვალი იმ სიმპტომებისა, რომელსაც ეს დაავადება ტოვებს და მათ შორის ძალიან ხშირია ნერვული სისტემის ჩივილები. ეს არის სისუსტე, ადვილად დაღლილობა, გუნება – განწყობის შეცვლა, ხშირია დეპრესიული განწყობა, შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი, თუმცა არის კიდევ უფრო საშიში და სახიფათო მიმართულებები, რომლებიც პოსტკოვიდურ პერიოდში შეიძლება იყოს. კოვიდგადატანილ პაციენტებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ ინსულტის განვითარების, ვიდრე დაავადება არ გადატანილ პაციენტებს. მეტიც კოვიდგადატანილ პაციენტებს მეტი რისკი აქვთ თრომბოზული გართულების და იშემიური ინსულტის განვითარების, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების გადატანის დროს. ინსულტგადატანილს კოვიდის შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვს გართულებების და სიკვდილიანობის, ვიდრე ცხადია ვაქცინის გაკეთება“ – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები