LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის გარდა, ქვეყანაში ჩვეულებრივი კორონავირუსებიც ცირკულირებს – იმნაძე

85
პაატა იმნაძე

“ბოლო კვირებში სხვა, ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებს, მათ შორის აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გარდა, ჩვეულებრივი კორონავირუსებიც არის” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და თქვა, რომ ეს ვირუსები გაციებას იწვევს და ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, ცოტა ხნის წინ, პაატა იმნაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ეს ვირუსები კოვიდ-19-სგან გავარჩიოთ, ერთადერთი გზა კორონავირუსზე ტესტის გაკეთებაა:

“ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით, მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს. ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებენ, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ამ კოვიდის გარდა, ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსებიც, რინოვირუსებიც არის, ძირითადად სურდოს რომ იწვევენ. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, ჩაიტაროს კორონავირუსზე ტესტი.” – თქვა იმნაძემ.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი დასმულ შეკითხვებს პასუხობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები