LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდ-19-ის ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში“ – ლალი ფხალაძე

354
lalifxaladze45

გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა ლალი ფხალაძემ ვრცლად ისაუბრა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კორონავირუსს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

,,საინტერესო მონაცემები იქნა მიღებული.​ აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში. იყო ანთებითი ცვლილებები სათესლეებში, პროსტატაში, ასევე თრომბოზის ნიშნები და გარკვეული ცვლილებები სპერმის პარამეტრებში. რამდენიმე კვლევა არსებობს. ეს ცვლილებები გამოვლინდა უშუალოდ დაავადების მიმდინარეობის და დაავადების გადატანიდან უახლოეს ინტერვალში. ძალიან რთულია დღეს დამაჯერებლად ვისაუბროთ გართულებებზე. ალბათ, ამას წლები დასჭირდება, რომ ჩვენ დავდოთ რეალური დასკვნა. ამ ეტაპზე ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვისარგებლოთ იმ კვლევებით, იმ მონაცემებით, რაც დღეისთვის არსებობს. ეს კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება. არსებული მონაცემებით კოვიდ-19 მნიშვნელოვან გავლენას ​მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ ახდენს. გარკვეული ცვლილებები ჰორმონულ პარამეტრებთან მიმართებაში აღინიშნა, მათ შორის სპერმის პარამეტრებთან მიმართებაშიც“ – ამ თემაზე ლალი ფხალაძემ  პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები