LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი – ენტონი ფაუჩი

2400
5e9412023e4aa

“კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 2020 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ექიმ ენტონი ფაუჩმ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით იქნება და პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილდება.

„2021 წელს სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდება“, – აცხადებს ფაუჩი.

ის განმარტავს, რომ თავდაპირველად, ვაქცინა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და მედპერსონალზე იქნება გათვლილი.

BBC: ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კორონავირუსის ვაქცინა საშობაოდ გვექნება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები