LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ: ამირან გამყრელიძე

117
ამირან გამყრელიძე

„კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა იქნება.

თუმცა, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს რამდენი თვის, ან კვირის შემდეგ შეძლებენ აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას.

„ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

ივლისიდან ვაქცინაცია სავაჭრო ცენტრებშიც შესაძლებელი იქნება: თამარ გაბუნია