LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდი აქვთ და მრავალშვილიანი დედა, გამოკეტილია მშიერ პატარებთან…”

300
chldnews2012

დიკა სალაყაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელიც გორში მცხოვრებ დედა-შვილს ეხებოდა. მათ კორონავივირუსის გამო შინ უწევთ იზოლაცია და სახსრებისა და საჭმლის გარეშე არიან დარჩენილები.

დიკამ დაწერა:

“სასწრაფოა!!! გორში ვინმე თუ ხართ ღვთისნიერი, ვინც საკვებს მიაწვდით და კარებთან დაუტოვებთ, სავარაუდოდ, კოვიდი აქვთ და მრავალშვილიანი დედა, გამოკეტილია მშიერ პატარებთან. სულ პატარა თვეების არის???დაიხოცებიაააან? გორში იქნებ მოვძებნოთ ვინმე, ვისაც მანქანა ჰყავს და კარებთან პურს მაინც დაუტოვებთ???? იქნებ, ვინმეს მივაწვდინოთ ხმა, გორის მერიაში ან მაღაზიაში, ან სულ ერთა ვინმეს,ვინც ლუკმას გაუყოოოოფს?

მისამართია: გორის რაიონი სოფელი ქიწნისის მეურნეობა. ბავშვების დედის ნომერი 599 20 28 36”.

პოსტს გუშინვე გამოეხმაურა რამდენიმე ადამიანი და მრავალშვილიანი დედის დახმარების სურვილი გამოთქვეს, თუმცა ნებისმიერ თქვენგანს ასევე შეუძლია მათთვის დახმარების გაწევა, თუკი გორში ცხოვრობთ და გაქვთ საშუალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები