LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფექციის გავრცელება და მეექვსე ტალღის პიკი – ექიმები კლებას თვის ბოლოს ვარაუდობენ

151
დევი ტაბიძე

კორონავირუსი საქართველოში და ინფექციის გავრცელების პიკი, – ექიმების ვარაუდით ინფიცირების რაოდენობის კლება თებერვლის ბოლოს დაიწყება.
სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რეინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ იმატა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

პროფესორი დევი დაბიძე აცხადებს, რომ ვირუსის მაღალი მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

“დღევანდელი სიტუაცია შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ჩვენ უკვე ვართ “ომიკრონის” ტალღის პიკზე და ეს კიდევ დაახლოებით ერთი კვირა – ათი დღე გაგრძელდება და ის დაიწყებს კლებას. გამოვიყენოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია, არ ვიყოთ მრავალი ადამიანის თავყრილობის გარემოში,”- აცხადებს დევი ტაბიძე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი მოსახლეობას ვაქცინაციისა და “ბუსტერ” დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციები იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონს” აქვს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა მაინც არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები მძიმდებიან. განსაკუთრებით ეს ადამიანები არიან ასაკოვნები და ადამიანები, რომლებსაც აქვს ქრონიკული დაავადებები და არ არიან ვაქცინირებულები. გამომდინარე აქედან, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის გააქტიურება და “ბუსტერ” დოზების გაკეთება აუცილებელია,”- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები