LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი თრომბის საშიშროების გამო სასწრაფოდ დაიბარეს კლინიკაში

606
ნუკი-კოშკელიშვილი

კოვიდინფიცირებული ნუკი კოშკელიშვილი თრომბის საშიშროების გამო სასწრაფოდ კლინიკაში დაიბარეს. ამის შესახებ ტელესახემ ერთ-ერთ ლაივჩართვაში აღნიშნა სოციალურ ქსელებში.

ნუკი აღნიშნავს:

„აღმომაჩნდა ძალიან მაღალი დე დიმერი. ეს ხშირად ნიშნავს თრომბს, ამიტომ სასწრაფოდ დამირეკა ერთი 50-მა ექიმმა, ანალიზებისთვის კლინიკაში უნდა მიხვიდეთო. ახლა კარგად ვარ, გადასარევად. აუცილებლად გაუფრთხილდით ერთმანეთს…“

ნუკი ამჟამად აშშ-შია, სადაც მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ექიმი გახლავთ. სწორედ მას დაემართა კორონავირუსი, შემდეგ კი ნუკისა და მის ვაჟსაც გადაედოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები