LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის და ნებისმიერი დაავადების დაძლევაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: რა ფაქტორებზე საუბრობს ლევან რატიანი

189
ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომლებიც პაციენტს დაავადების დაძლევასა და სასიკეთო შედეგის მიღწევაში ეხმარება.

რატიანი დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორიაზე” საუბრობს და აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ კოვიდინფიცირებულს, არამედ ნებისმიერი დაავადების მქონე ადამიანს, გამოჯანმრთელებაში ფსიქო-ემოციური განწყობა ეხმარება:

,,არა მარტო კოვიდ-19-თან მიმართებაში, არამედ ნებისმიერი დაავადების დაძლევაში და სასიკეთო შედეგის მიღწევაში, პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელს ჩვენს სხეულს და ორგანიზმისთვის გენერატორის ფუნქციას ასრულებს. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ სტატუსს დაავადების გამოსავალში.

ყველამ იცის, წარსულში, ოჯახი ბატონებს როგორი დიდი სიფრთხილით ისტუმრებდა. სამეგრელოში ტაფას არ ახურებდნენ, ცეცხლს არ ანთებდნენ, რომ ბატონები არ გაღიზიანებულიყვნენ. მაშინდელმა ხალხმა არ იცოდა ამ ქმედების ბიოლოგიური შინაარსი, მაგრამ დღეს დადასტურებულია, რომ კვამლი, სანელებლების მძაფრი სურნელი, ცხიმოვანი საკვების გაცხელება იწვევს ავტოანტიგენების გამომუშავებას, ალერგიულ რეაქციებს და ეს ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას. სიმშვიდე, სიწყნარე, კარგი განწყობა კი ინფექციურ აგენტზე ძალიან კარგად მოქმედებს.” – განაცხადა რატიანმა.

როგორც ლევან რატიანი განმარტავს, თუ დაავადებას პესიმისტურად მიიღებთ, ეს განწყობა მის მიმდინარეობაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ ურჩევს საზოგადოებას – მიიღოთ ისეთი შემართებით, რომ გაიმარჯვებთ:

“სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. შეიძლება იყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ გახდეთ ავად, არ გამოგივლინდეთ მძიმე სიმპტომი. თუ ამ დაავადებას პესიმისტურად მივიღებთ და “ვაიმე, დავმძიმდები”, “ვაიმე, მოვკვდები” გავიფიქრებთ, ეს შინაგანი განწყობა დაავადების მიმდინარეობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ამიტომ, მიიღეთ ისეთი შემართებით, რომ გაიმარჯვებთ, რომ გადარჩებით. ასეთი განწყობის შემთხვევაში, პაციენტთა 99% აუცილებლად გამოჯანმრთელდება.” – თქვა რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები