LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება? რას ამბობს გავრცელებულ ფოტოზე იმუნოლოგი არჩილ მარშანია

598
ექიმი 2323
ექიმი – იმუნოლოგი არჩილ მარშანია წერს, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კოვიდსტატისტიკა ყალბდება.
„ეს სურათი ვრცელდება თითქოს იმის დასტურად, რომ კოვიდ19-ს ტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება.

არგუმენტად მოყვანილი აქვთ რომ პაკეტზე თავად აწერია “Positive” და „Negative”.
რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი.

სინამდვილეში ყველა, ნებისმიერ(!) სამედიცინო (და არამარტო) ხელსაწყოს რომელიც რამეს ზომავს და/ან ნებისმიერ ტესტს, სჭირდება კალიბრაცია/კონტროლი.

კონტროლი საჭიროა იმისთვის, რომ პირველ რიგში შეფასდეს ხელსაწყოს/ტესტის რეაგენტების ვალიდურობა, ანუ გამართულად მუშაობს თუ არა და ასევე გამოყენებულ იქნას სასწავლო დანიშნულებით.
არც კოვიდ19-ს ანტიგენზე დაფუძნებული ტესტია გამონაკლისი და მასაც აქვს ეს კონტროლი, კონტროლის პაკეტები უნდა იქნას გამოყენებული ყოველი ახალი ლოტის (“პარტიის”) მიღებისას ხარისხის გადამოწმებისთვის და ასევე სწავლისთვის, მედპერსონალისთვის ვინც ჯერ არ იცის ტესტთან მუშაობა.

კი ბატონო, ასე, ადგნენ, აიღეს და POSITIVE CONTROL”-დან, მხოლოდPOSITIVE წაიკითხეს“, – წერს სოციალურ ქსელში ექიმი -იმუნოლოგი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები