LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, დაიწყეს ხალხის ხოცვა” – მიხეილ სააკაშვილი

95
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გორში, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას მხარდამჭერებს პირდაპირი ჩართვით მიმართა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები.

„ჩვენ, სააკაშვილები გორიდან ვართ, ბაბუაჩემი გორიდან არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმია. ახლა ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის, რომ საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ეს არის ან ქართული სახელმწიფოს სიკვდილი ან გამარჯვება. ან ჩვენი შვილების მომავლის სიკვდილი ან გამარჯვება. ან უფროსი თაობის სიკვდილი კოვიდისგან და სხვა დაავადებებისგან – შიმშილისგან, სიღარიბისგან, ან -გამარჯვება. ვინაიდან სიკვდილი ჩვენ არ გვიზიდავს, ვინაიდან ვერც ერთი დაავადება ჩვენ ვერ უნდა გვამარცხებდეს, ვინაიდან შიმშილობა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავამარცხოთ, ამიტომ არანაირი სიკვდილი- გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. თქვენ ხედავთ, როგორ გააქტიურდნენ კრიმინალები. ჩემთვის, ყველაზე კარგი ინდიკატორი თუ რა ხდება საქართველოში, არიან კრიმინალები, იმიტომ, რომ კრიმინალებმა მოიყვანეს ესენი და კრიმინალებს მიჰყავთ ესენი ისევ. კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა. ცდილობენ, რომ რამდენიმე დღე მოიპარონ. ესენი ცდილობენ მოიპარონ მაღაზიებიდან, ბიუჯეტის ქურდები და მღრღნელები ცდილობენ მოიპარონ ტენდერებიდან, მოიპარონ ბიუჯეტში დარჩენილი ბოლო ნამცეცები, რაც არ გაუტანიათ, რადგან მათ იციან, რომ მათი სალაფავის დრო დასრულდა. საქართველოში იწყება წესიერების, პატიოსნების, აღმშენებლობის, მომავლის ეპოქა და ეს ეპოქა იწყება 31 ოქტომბერს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული“,-განაცხადა სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები