LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალი ფისო – ნარკოტიკების გადატანისათვის დაპატიმრებული კატა ციხიდან გაიქცა

132
criminalcat

კურიოზული შემთხვევა შრი-ლანკას ერთ-ერთ ციხეში მოხდა. მკაცრი რეჟიმის ციხის, „ველიკადას“  ტერიტორიაზე ოფიცრებმა კატა აღმოაჩინეს, რომელსაც საყელურში ორი გრამი ჰეროინი, ორი სიმ-ბარათი და მეხსიერების ბარათი ჰქონდა დამალული. პოლიციელებმა კანონდამრღვევი ცხოველი „დააპატიმრეს“ და ერთ-ერთ ოთახში გამოკეტეს, თუმცა იქამდე, ვიდრე აკრძალული „ტვირთის“ მფლობელის ვინაობას დაადგენდნენ, კატამ გაქცევა მოახერხა.

ციხის პრეს-ცენტრის ცნობით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარეთ მყოფი ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შეტანას ან შეგზავნას ცდილობენ, ბევრი მათგანი კი ნივთებს პირდაპირ კედლის მეორე მხრიდან ყრის ეზოში. ადგილობრივი მედია გვამცნობს, რომ მხოლოდ გასულ თვეში გარეშე პირებმა ციხეში 38 მობილური ტელეფონის, 264 ბატარეის, 20 სიმ-ბარათის და 3.5 გრამი ჰეროინის შეტანა/შეგზავნა სცადეს, რის გამოც 15 ადამიანია დაპატიმრებული.

შრი-ლანკაში, რომელიც ნარკომაფიას ებრძვის, ეს მსგავსი მიზნებით შინაური ცხოველის გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის. დამნაშავეები აკრძალული ნივთების გადასატანად ძირითადად კატებს იყენებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები