LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიმინალს ვებრძვით ყოველდღიურ რეჟიმში” – დავით მათიკაშვილი თანაგუნდელის სახლის გაქურდვაზე

63
maTika-1519290180-1024x682

საზოგადოება კარგად ამჩნევს, რომ კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, თანაგუნდელის არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვას.

დეპუტატი კრიმინალის წინააღმდეგ ქვეყნის მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას.

ზოგადად ქვეყანაში, საზოგადოება კარგად ამჩნევს, რომ კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, ეს ეხება როგორც ნარკოდანაშაულს, ასევე წვრილმან დანაშაულს, ასევე ძარცვას და ქურდობას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო – მიდის ყოველდღიური ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ რბილი, ჰუმანური პოლიტიკის პირობებში ზოგადად არ არის საქართველო გამონაკლისი – შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები, სადაც ასევე ხდება ასეთი წვრილმანი დანაშაული, რაზედაც სახელმწიფოს აქვს ადეკვატური რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ნუცუბიძის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლი გაქურდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სახლიდან მცირე ზომის სეიფი მოიპარა, რომელშიც ფული და თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ინახებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები