LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში – არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება

80
cixe 2

სამოქალაქო ორგანიზაციები სახელმწიფო უწყებებს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით დაინტერესდნენ და მსჯავრდებულთა უსაფრთხოება უზრუნველყონ.

არასამთავრობოების განცხადებით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოითხოვენ, რომ ციხეებში ომბუდსმენის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები იყოს გარანტირებული.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული გარკვეული ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარასა და აგრესიას სისტემატურად ახორციელებს. მისი განცხადებით, ამ უკანონო ქმედებების მიზანი პატიმრებთან მათი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლაა.

NGO-ები განმარტავენ, რომ ციხეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებს და მათ ეფექტიან მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულთა უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. ამასთან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში, ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

შეგახსენებთ, დღეს ნინო ლომჯარიას პენიტენციური დაწესებულება გამოეხმაურა და სახალხო დამცველის ამ განცხადებას სიცრუე უწოდა.

პოპულალურები