LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნი უცნობი ქალის გაგუდვას ცდილობდა (ფოტო)

245

გამოცემა TMZ სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს, როგორ ცდილობს კრის ბრაუნი უცნობი ქალის გაგუდვას. ფოტო თვითმხილველმა გადაიღო და მოგვიანებით გამოცემას თავად მიაწოდა. ცნობილია, რომ ინციდენტი მაიამიში მოხდა, სადაც ცნობილი მომღერალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ფოტოს გავრცელების შემდეგ განცხადება მუსიკოსის ადვოკატმა გაავრცელა და თქვა, რომ ეს უწყინარი ხუმრობა იყო: „ეს ქალბატონი კრის ბრაუნის მეგობარია და რაც ფოტოზე ვიხილეთ, უწყინარი თამაშია“, – აცხადებს მარკ გერაგოსი.

საინტერესოა, რომ ფიზიკურ ძალადობაში კრის ბრაუნი არაერთხელ დაადანაშაულეს. 2016 წელს მის წინააღმდეგ სასამართლო დავაც დაიწყო. ლიზიენ გუტიერესი აცხადებდა, რომ მომღერალმა მასზე ძალადობა სცადა, მოგვიანებით, კი როცა ქალმა ფაქტის გადაღება სცადა, მას სახეში ჩაარტყა. 2009 წელს კი ბრაუნმა ფიზიკური შეურაცხყოფა რიანას მიაყენა. მაშინ მუსიკოსები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ბრაუნმა რიანას გაგუდვა სცადა. მას ხუთწლიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები