Crystalbet-სა და ფეხბურთის ფედერაციის შორის ისტორიული ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ლიგა და ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება ახალი სახელწოდებით ჩატარდება. 2019 წლის საფეხბურთო სეზონიდან, კომპანია “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ოფიციალური წარმდგენი იქნება.  “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“, დღეს „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩით იწყება.

ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის „კრისტალბეთის“ მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს სხვადასხვა სიახლე ელოდება. “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ პოპულარიზაციისთვის, დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი.

მატჩების ტრანსლაცია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ინტერნეტ პლატფორმაზე კვლავ გაგრძელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია „კრისტალბეთს“ შორის კონტრაქტზე ხელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კობა გიგლემიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოაწერეს.

ცნობისთვის, კომპანია კრისტალბეთი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში დღემდე განხორციელებული პროექტებიდან, ყველაზე ძლიერი ფინანსური მხარდამჭერია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2 მილიონ ლარს მიიღებს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05