LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა

76
danielsoni-dabrunda

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

დიალოგის პროცესში მედიატორის როლის შემსრულებლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მან მხარეებს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის კონკრეტული დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა მოლაპარაკების არცერთმა მხარემ ეს დოკუმენტი არ მიიღო.

“სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. იყო ელემენტები, რომელზეც იყო მიღწეული თანხმობა, ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს პარტნიორები არ არიან აქ იმისთვის, რომ პარტიებს თავს მოახვიონ გადაწყვეტილებები, ეს არ არის მეთოდები, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, ჩვენი მეთოდი არის მედიაცია და მხარეები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

როგორც უკვე ვთქვი, კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე.”-განაცხადა დანიელსონმა.

მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი

არცერთ კომპრომისზე ოპოზიცია არ მოდიოდა: ირაკლი კობახიძე შეხვედრის დეტალებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები